ეკონომიკა: ებრაელმა ფერმერებმა შირაქში ათასი ჰექტარი მიწა შეიძინეს | საქართველოს ამბები | ||
ებრაელმა ფერმერებმა შირაქში ათასი ჰექტარი მიწა შეიძინეს. ამ ინფორმაციას ბიზნესმენთა კონსულტანტმა გია აბულაშვილმაც დაადასტურა. ადგილობრივი მოსახლეობა ამით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ სახელმწიფოს ნება რომ იყოს, ქართველებზე უკეთ ამ მიწებს ვერავინ აითვისებდა. აბულაშვილის თქმით, ამ ტერიტორიების ნაწილზე უკვე დათესილია ხორბალი, დანარჩენზე კი ფერმერები სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოყვანას აპირებენ. თუ დაწყებული საქმიანობა გაამართლებს, მომავალში ფერმერები დამატებითი ტერიტორიების შეძენას აპირებენ. მიწების შეძენისას გარიგება ებრაელ ინვესტორებსა და ადგილობრივ ფერმერებს, და არა სახელმწიფოს შორის განხორციელდა. მოსახლეობას შორის განჩდა შეკითხვა: რამდენად სარგებლიანი იქნება არა სკანდალურად ცნობილი აფრიკელი ბურების, არამედ ებრაელი ფერმერების მოსვლა? ისინი მოსალოდნელ საფრთხეებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ თუ ასე გაგრძელდება, უახლოეს მომავალში მათი ბავშვები უცხოელ ინვესტორებს მოემსახურებიან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1870.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 აპრ. 2011, 11:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.