პოლიტიკა: შევარდნაძეს სჯერა, რომ ოპოზიცია ოდესღაც მომწიფდება | საქართველოს ამბები | ||
ედუარდ შევარდნაძეს სჯერა, რომ ოპოზიცია მომწიფდება, სერიოზულ ძალად გადაიქცევა და დაივიწყებს იმ წვრილმან კონფლიქტებს, რომლებიც მის შიგნით წარმოიშვა. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა. შევარდნაძე „ქართული პარტიის“ ლიდერ ლევან გაჩეჩილაძესა და ნინო ბურჯანაძის მეუღლეს ბადრი ბიწაძის შორის დაპირისპირებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ორივე „ჭკვიანი ბიჭია“ და მათ არაფერო აქვთ გასაყოფი. „დარწმუნებული ვარ, ისინი მალე ყველაფერს დაივიწყებენ და ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთად იმუშავებენ“, - აღნიშნა შევარდნაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ გაჩეჩილაძესა და ბიწაძეს შორის ინციდენტი სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ოპოზიციის იმიჯზე არ მოახდენს. შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია საბოლოოდ მიხვდება, რომ საერთო საქმისთვის გაერთიანებაა აუცილებელი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1869.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 აპრ. 2011, 11:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.