საზოგადოება: სტინგისა და კრის ბოტტის კონცერტი ბათუმში გაიმართება | საქართველოს ამბები | ||
მსოფლიოში ცნობილი მომღერალი სტინგი საქართველოს ესტუმრება. როგორც ცნობილი გახდა, ლეგენდარული მომღერალი თბილისში მიმდინარე წლის ივლისში ჩამოვა. ის ბათუმში კრის ბოტისთან ერთად გამოვა. ევროპული ტურის ფარგლებში, საქართველო ბოლო ქვეყანაა, სადაც მომღერალი თავის კონცერტს გამართავს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას განცხადებით, მოლაპარაკებები ცნობილ მომღერალთან წარმატებით დასრულდა და შეთანხმება კონცერტის თაობაზე უკვე გაფორმებულია. სტინგი კრის ბოტისთან ერთად ბათუმის მოედანზე 3 ივლისს გამოვა. კრის ბოტის ბენდთან ერთად მაყურებლის წინაშე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი წარდგება. კონცერტის ორგანიზებასთან დაკავშირებით მოლაპარეკებს გამოჩენილ მომღერლებთან "ოსტენ პრომოუშენი" აწარმოებდა. კომპანიის წარმომადგენლის კახა კანდელაკის განცხადებით, მოლაპარაკებები 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1867.html
| |||
განათავსა - consul | 03 აპრ. 2011, 19:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.