ეკონომიკა: საქართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით ლიდერობს | საქართველოს ამბები | ||
საქართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტ უნარიანობის ინდექსით ლიდერობს. ამის შესახებ 2011 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის მოხსენებაშია ნათქვამი. 139 ქვეყნიდან და რეგიონიდან, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ იქნა გამოკვლეული და ინდექსირებული, საქართველო 73-ე ადგილს იკავებს. საქართველომ ანალოგიური ადგილი დაიკავა 2009 წელსაც. აზერბაიჯანის ინდექსმა 2009 წელთან შედარებით 7 პუნქტით დაიწია და ამ ეტაპზე 83-ე ადგილს იკავებს.სომხეთი ერთი ნაბიჯით წავიდა წინ და 90-ე ადგილი დაიკავა. სამ კავკასიურ რესპუბლიკას შესაბამისად 3.98, 3.85 და 3.77 ქულა აქვთ. აღნიშნული ინდექსით მსოფლიოში პირველ ადგილზე შვეიცარია იმყოფება, რომელმაც 5,68 ქულა დააგროვა. ცხრილს აბოლოებს აფრიკული სახემწიფო ჩადი, რომელმაც 2,56 ქულა აქვს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1866.html
| |||
განათავსა - consul | 03 აპრ. 2011, 19:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.