გარემო: ფუკუსიმა 1-ის რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა კიდევ რამოდენიმე თვეში გაგრძელდება | მსოფლიოს ამბები | ||
ავარიული ატომური სადგურის ფუკუსიმა 1-ის რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა შესაძლოა კიდევ რამოდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს. ამის შესახებ დღეს პრესს-კონფერენეციაზე იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იუკიო ედანომ განაცხადა. იაპონიის მთვარობის გენერალური მდივნის თქმით, "ატომური სადგურის საშიშ ტერიტრიაზე მცხოვრები ადამიანები გარკვეული დროით თავიანთ სახლებში ვერ დაბრუნდებიან." ედანომ აღნიშნა, რომ იაპონიის ხელისუფლება ევაკურირებულ მოსახლეობას ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენს". ამ დროისათვის იაპონიის მთავრობამ ფუკუსიმა 1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდა და მათ, ვინც ატომური სადგურთან 30 კილომეტრის სიახლოვეს ცხოვრობს, ურჩია სახლი უკიდურეს შემთხვევაში დატოვონ. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ევაკურირებული ზონა შეიძლება გაფართოვდეს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1864.html
| |||
განათავსა - consul | 03 აპრ. 2011, 10:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.