საზოგადოება: დასავლეთ საქართველო გრიგალის გამო დაზარალდა | საქართველოს ამბები | ||
დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა რეგიონს გარკვეული ზიანი მიაყენა. როგორც კავკას-პრესი იუწყება, განსაკუთრებით ფოთი დაზიანდა, სადაც 15 სართულიანი ბინა და 10 კერძო სახლი ფაქტიურად სახურავის გარეშე დარჩა, ხოლო მაღალსართულიან ბინებს ფანჯრების მინები დაემსხვრა. ქარმა სახლების სახურები წაიღო. თუმცა არცერთი ადამიანი არ დაზარალებულა. როგორც ფოთის მერია განაცხადა, ზარალი სპეციალური ფონდიდან დაიფარება.უკვე ორშაბათიდან რეაბილიტაციური სამუშაოები დაიწყება. ამ დროისათვის ფოთის დიდი ნაწილი ელექტრო გადამცემის დაზიანების გამო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გარკვეული ზიანი ზუგდიდსაც მიადგა, სადაც ქარის გამო ხანძარი გაჩნდა, მაგრამ ისინი დროულად იქნა ლიკვიდირებული. გურიის რეგიონში ადგილობრივი სკოლა დაზარალდა, რომელსაც სახურავი დაუზიანდა. იმერეთის რეგიონი განსაკუთრებულ ზარალს გადარჩა. როგორც სინოპტიკოსებმა განაცხადეს, გუშინ ქარის ძალამ 32 მ/წ შეადგინა. დღეს ქარის სიჩქარემ შედარებით მოიკლო. ამინდი 5 აპირილიდან გაუმჯობედება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1863.html
| |||
განათავსა - consul | 03 აპრ. 2011, 10:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.