ეს საინტერესოა: Facebook-ს სასამართლოში უჩივლეს | მსოფლიოს ამბები | ||
ყოფილმა პროკურორმა, იურისტმა და სამართალდამცავმა ლარი კლეიმანმა სოციალურ ქსელ Facebook-ს და მის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ პარასკევს, 1 აპრილს, განაცხადა ინტერნეტ-გამოცემა TechCrunch-მა. მოსარჩლე უკმაყოფილოა იმით, რომ „მესამე ინტიფადისათვის“ მიძღვნილი გვერდი დროულად არ წაიშალა. რადიკალური გვერდის დახურვის მოწოდებები, რომელსაც 500 ათასამდე მიმდევარი დაუგროვდა, დიდი ხნის გაჩნდა, თუმცა გვერდი მხოლოდ 2011 წლის 29 მარტს წაიშალა. კლეიმანი მოპასუხისაგან 1 მილიარდზე მეტ დოლარს ითხოვს და ამტკიცებს, რომ იგი მეტისმეტად დიდხანს აიგნორებდა გვერდს ექსტრემისტული შინაარსით. თუმცა Facebook-ში საკუთარი სიმართლის დაცვას აპირებენ. როგორც Agence France-Presse-ს კომპანიის წარმომადგენელბს შეატყობინა, მათ სარჩელი ჯერ არ უნახავთ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ გარჩევის საგანი მასში არაა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციის თქმით, გვერდი „მესამე ინტიფადაზე“ წაიშალა მაშინვე, როცა მანდ მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად ძალადობის მოწოდებები გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ინტიფადას, ჩვეულებრივ, უწოდებენ პალესტინელთა ბრძოლას ებრაელებთან, რომლის მიზანიცაა ისრაელის ტერიტორიაზე არაბული სახელმწიფო შექმნა. განასხვავებენ ამ ბრძოლის ორ პერიოდს: 1987 წლიდან 1994 წლამდე და 2000 წლიდან დღემდე. „მესამე ინტიფადასადმი“ მიძღვნილ დახურულ გვერდზე განთავსებული იყო 2011 წლის 15 მაისს ინტიფადის დაწყების მოწოდებები. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1860.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 აპრ. 2011, 10:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.