სპორტი: სააკაშვილი ფეხბურთის განვითარებისათვის მტკიცე ზომების მიღებას აპირებს | საქართველოს ამბები | ||
1 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახაგალზრდობისა და სპორტის საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას შეხვდა. „ჩვენ უნდა გავაფართოვოთ საფეხბურთო ბაზა, რათა ნაკრები გავაძლიეროთ და ქართული ფეხბურთის დონე ავამაღლოთ“, - თქვა მან. პრეზიდენტის თქმით, ფეხბურთის განვითარებისათვის აუცილებელია საფეხბურთო სკოლების განვითარება, რამდენიმე ქალაქში საჭიროა კარგი საფარის მქონე საფეხბურთო მოედნების აშენება და ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ჩვენება საზოგადოებრივ მაუწყებელზე. „საფეხბურთო ლიგის ტრანსლაცია აუცილებელია. ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა მივცეთ რესურსი, რათა კვირაში ერთხელ მაინც აჩვენოს ლიგის მთავარი მატჩები. ეს შესაძლებლობას მოგცემს, ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაცია მოვახდინოთ და ფეხბურთის დონე ავამაღლოთ“, - განაცხადა მან. მიხეილ სააკაშვილი დაპირდა, რომ ყველაფრისთვის მოპოვებული იქნება სახსრები. მისი თქმით, ამ საქმეში ჩართულია პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ მიმართულებით სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს. როგორც ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა აღნიშნა, ფეხბურთელთა ახალი თაობა ძალიან პერსპექტიულია და მას მხარდაჭერა სჭირდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1859.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 აპრ. 2011, 10:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.