ეკონომიკა: ქსელური კავშირგაბმულობის კომპანიები ახალ ზღვრულ ტარიფზე გადავიდნენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
დღეიდან ქსელური კავშიგაბმულობის ოპერატორები ახალი ზღვრული ტარიფით იმუშავებენ, რომელიც კომუნიკაციათა კომისიამ 24 თეთრის ოდენობით განსაზღვრა. 2010 წლის მაისში კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფის 14.8-დან 8 თეთრამდე შემცირების თაობაზე. „ჩვენ მოველოდით, რომ ურთიერთჩართვის ტარიფი საცალო ტარიფის შემცირებასაც გამოიწვევდა, მაგრამ რახან ოპერატორები მხოლოდ სხვადასხვა სახის აქციებით შემოიფარგლნენ, სექტემბერში გადაწყდა საცალო ტარიფის განსაზღვრასთან დაკავშირებით კვლევის ჩატარება“, - აღნიშნავენ კომისიაში. მთელი ინფორმაციის გათვალისწინებით, ტარიფის ზღვარი 24 თეთრის ოდენობით განისაზღვრა. აქამდე „ჯეოსელში“ ერთი წუთი 28.8 თეთრი ღირდა, ხოლო „მაგთიში“ – 32 თეთრი. კომისიის გაანგარიშებებით, „მაგთიში“ წუთობრივი ხარჯები არ აღემატებოდა 18.5 თეთრს, ხოლო „ჯეოსელში“ – 17.1-ს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1856.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 აპრ. 2011, 16:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.