გარემო: იაპონიის მიწისძვრამ ოფიციალური სახელწოდება მიიღო | მსოფლიოს ამბები | ||
იაპონიის ხელისუფლებათა გადაწყვეტილებით, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა მიწისძვრამ ოფიციალური სახელწოდება მიიღო, იტყობინება “GHN“. როგორც 1 აპრილს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა განაცხადა, ამ ტრაგედიას, რომელმაც 25 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ექნება სახელწოდება „დიდი აღმოსავლეთ-იაპონიის მიწისძვრა“. როგორც იაპონური მედია გადმოსცემს, ეს სახელწოდება ყველა სამთავრობო დოკუმენტში იქნება გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ დამანგრეველ მიწისძვრასა და ცუნამის იაპონიაში ადგილი ჰქონდა 11 მარტს. ამომავალი მზის ქვეყანა დღემდე ებრძვის სტიქიის შედეგებს. ყოველდღიურად მატულობს დაღუპულთა და უზგო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი. გარდა ამისა, ქვეყენაში მდგომარეობა მწვავდება აეს „ფუკუსიმაზე“ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. აღნიშნულ აესზე მოხდა მსხვილი ავარია, რომელმაც რადიაციის ამოფრქვევა გამოიწვია. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1854.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 აპრ. 2011, 12:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.