ეკონომიკა: ფოთის პორტის ახალი მფლობელი გახდა დანიური კომპანია “Maersk“. | საქართველოს ამბები | ||
ფოთის პორტის ახალი მფლობელი დანიური კომპანია გახდა. ამის შესახებ „Commersant.ge“ იტყობინება. მისი ცნობებით, პორტის აქციათა 80% კომპანია „APM Terminals“-მა შეიძინა. გარიგების თანხაზე ინფორმაცია გამოქვეყნებული არაა. ფოთის პორტი „APM Terminals“-ის მმართველობაში 54-ე იქნება. როგორც გაირკვა, „APM Terminals“ დანიური ბიზნეს-კონგლომერატის - “Maersk“-ის შემადგენლობაში შედის. „Maersk“ სხვადასხვა სფეროებში აწარმოებს საქმიანობას, მათ შორის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში. კომპანიას მსოფლიოს 135 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობები. აქამდე ფოთის პორტი არაბულ კომპანია „რაკიას“ ეკუთვნოდა. კომპანის პორტის აქციების გაყიდვის შესახებ ჯერ კიდევ შარშან განაცხადა. კომპანიის სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, პორტი მათთვის სტრატეგიულ აქტივს არ წარმოადგენს. „რაკიამ“ 2008 წელს 90 მლნ დოლარად აქციათა 51%, დანარჩენი 49% კი - 2009 წელს 65 მილიონად შეიძინა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1852.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 აპრ. 2011, 12:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.