პოლიტიკა: პორტუგალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა | მსოფლიოს ამბები | ||
პორტუგალიის პრეზიდენტმა ანიბალ კავაკუ სილვამ ხუთშაბათს, 31 მარტს, პარლამენტი დაითხოვა და 5 ივნისისათვის რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. ამის შესახებ BBCიუწყება. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჟოზე სოკრატეშას გადადგომას, რომელიც ერთი კვირის წინ, 23 მარტს გადადგა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მთავრობის მიერ შემოთავაზებული მკაცრი ეკონომიის ანტიკრიზისული ზომების მორიგი გეგმა უარყო. ტელემიმართვაში პორტუგალიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნებამდე სოკრატეშას მთავრობა გააგრძელებს თავისი მოვალეობების შესრულებას. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1851.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 აპრ. 2011, 09:52 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.