ეს საინტერესოა: ინდოეთის მოსახლეობა თითქმის 200 მილიონით გაიზარდა | მსოფლიოს ამბები | ||
ბოლო 10 წლის განმავლობაში ინდოეთის მოსახლეობა 181 მლნ ადამიანით გაიზარდა და 1.21 მლრდ-ს მიაღწია. ასეთია აღწერის მონაცემებით, რომელთა შესახებაც Associated Pressიტყობინება. ამგვარად, ახლა ქვეყნის მოსახლეობა დედამიწაზე ყველა მცხოვრებთა 17%-ს შეადგენს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობის ზრდის ტემპები რამდენამდე შემცირდა და 17,6% შეადგინა, წინა ათი წლის 21.5%-თან შედარებით. ბიჭებთან შედარებით, სულ უფრო ნაკლები გოგონა იბადება და ცოცხალი რჩება, ვინაიდან ინდოეთში დღემდეა გავრცელებული ახალდაბადებული გოგონების მოკვლა იმის გამო, რომ მშობლები ბიჭების ყოლას ამჯობინებენ. ამ მოვლენასთან საბრძოლველად ქვეყნის მთავრობამ აუკრძალა საავადმყოფოებს მშობლებისათვის ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვების სქესის შეტყობინება. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ, რომლის მოსახლეობამაც 2010 წელს 1.34 მლრდ ადამიანს მიაღწია. ექსპერტთა შეფასებით, დროთა განმავლობაში ინდოეთი მსოფლიოში მოსახლეობის რიცხვის მიხედვით გაუსწრებს ჩინეთს და პირველ ადგილს დაიკავებს. აშშ-ის (ეს მსოფლიოში მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მესამე ქვეყანაა) მოსახლეობის რიცხვი 2000-2010 წლებში 27 მლნ-ზე მეტი ადამიანით გაიზარდა. 2011 წლის მონაცემებით, აშშ-ში 313 მლნ ადამიანი ცხოვრობს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1850.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 აპრ. 2011, 09:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.