მეცნიერება-ტექნოლოგიები: Microsoft-მა დაადანაშაულა Google ბაზრის მონოპოლიზაციაში | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() Microsoft-ის აზრით, Google განზრახ იყენებს ბაზარზე ლიდერის მდგომარეობას, სხვა საძიებო სისტემებისათვის ზიანის მიყენებით. კერძოდ, აღინიშნება, რომ Google არაკორექტულად ინდექსირებს თავისი კონკურენტების საიტებს და განზრახ ამახინჯებს საძიებო სისტემების შედეგებს. ამას გარდა, Google-ს ადანაშაულებენ იმაში, რომ კომპანია კონკურირებად საძიებო სისტემებისათვის არ უნზრუნველყოფს საკუთარი სერვისების (როგორიცაა YouTube) მონაცემებთან წვდომას, რაც მათი კონტენტის სწორად ინდექსირებას უშლის ხელს. შედეგად, Microsoft-ის აზრით, კონკურირებად საძიებო სისტემებს არ შეუძლიათ Google-ის კონტენტ-სერვისებზე ლინკების სრულად ასახვა, რაც მომხმარებელთა გადინებას იწვევს. Microsoft-ის საჩივარი გახდება Google-ის მიმართ მიმდინარე გამოძიების ნაწილი, რომელიც 2010 წელს დაიწყო. მაშინ ლიდერი საძიებო სისტემის მისამართით ბრალდებები სამმა ევროპულმა კომპანიამ წამოაყენა, რომელთაგან ერთ-ერთი Microsoft-ს ეკუთვნის. Google-ის მიმართ ევროკომისიის წინასწარი ანტიმონოპოლიური გამოძიება 2010 წლის თებერვალში დაიწყო. ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ დაიწყო სრულფასოვანი გამოძიება, ვინაიდან Google-ის ქმედებებში არაპატიოსანი კონკურენციის ნიშნები იქნა შემჩნეული. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1849.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 აპრ. 2011, 09:23 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.