ეკონომიკა: საქართველოს საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იზრდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2010 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 374.7 მლნ დოლარი შეადგინა. როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში იტყობინებიან, ეს 2010 წლის წინა კვარტლის მაჩვენებელზე 58.3%-ით მეტია და 2009 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 11.5%-ით მეტია. 2010 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 163.9 მლნ-ით, ხოლო იმპორტი - 266.4 მლნ დოლარით გაიზარდა, რის შედეგადაც სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა და 760.1 მლნ დოლარს შეადგენს. ეს 2010 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელზე 15.6%-ით მეტია და 2009 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7.1%-ით მეტია. 2010 წლის მეოთხე კვარტალში სარეზერვო აქტივები 173.7 მლნ დოლარით გაიზარდა. აქედან უცხოური ვალუტის ზრდამ 172.7 მლნ დოლარი შეადგინა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1847.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 აპრ. 2011, 09:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.