პოლიტიკა: ქუვეითის მთავრობა გადადგა | მსოფლიოს ამბები | ||
დღეს ქუვეითის მთავრობამ ხელისუფლება დატოვა, რათა პარლამენტის დეპუტატებისთვის 3 მინისტრის დაკითხვის შესაძლებლობა არ მიეცათ. სამივე მინისტრი მმართველი ოჯახის ას-საბახოვის წევრია. მინისტრებმა გადადგომის თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრს წარუდგინეს, რომელიც მას ხელისუფლების მმართველს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო კუნამ ავრცელებს. მოსალოდნელია, რომ ქუვეითის ემირი შეიხი საბაჰი ალ აჰმად ალ საბაჰი თავის ძმისწულს, კაბინეტის მოქმედ ხელმძღვანელს, შეიხ ნასერ ალ მოჰამედ ალ საბაჰს მთავრობის შექმნის უფლებას მისცემს. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაპირისპირება პერმანენტულ ხასიათს ატარებს. როგორც წესი, მორიგი კრიზისი მთავრობის გადადგომით ან პარლამენტის დაშლით სრულდება. ემირი დეპუტატების პოზიციას არასოდეს ითვალისწინებდა, თუ საქმე მმართველი ოჯახის ბედს შეეხებოდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1846.html
| |||
განათავსა - consul | 31 მარ. 2011, 16:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.