სპორტი: ლონდონში ოლიმპიადა 2012-ზე საქართველოს დროშას ნინო სალუქვაძე დაიჭერს | საქართველოს ამბები | ||
ლონდონში 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნულ დროშას ნინო სალუქვაძე დაიჭერს. როგორც დღეს, 31 მარტს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა გია ნაცვლიშვილმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, სალუქვაძე პირველი ქართველი სპოტსმენია, რომელმაც ლონდონში ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის ლიცენზია მიიღო. სალუქვაძე ოლიმპიადაში უკვე მეშვიდეჯერ მიიღებს მონაწილეობას. პრეს-კონფერენციაზე ნინო სალუქვაძემ განაცხადა, რომ ეროვნული დროშის დაჭერა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ამასთან ერთად, მან ოლიმპიადა 2012-ის ლიცენზიატთა ცხრილში თავისი მიღწევა დაარეგისტრირა. ცხრილთან დაკავშირებით ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ დღეიდან ცხრილში მონაწილეთა რეგისტრაცია ტრადიციად იქცევა. ცხრილში ოლიმპიური თამაშების ლიცენზიატების რეგისტრაციისათვის სპორტსმენმა უკვე აღნიშნოს სპორტის სახეობა, სახელი, გვარი, ლიცენზიების რაოდენობა და მიღების თარიღი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1841.html
| |||
განათავსა - Drakula | 31 მარ. 2011, 12:58 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.