ეკონომიკა: პრემიერი: საქართველოს საკრედიტო რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს საკრედიტო რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა. ამის შესახებ, 31 მარტს, სამთავრობო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში „Standard & Power“-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნენ და საკმაოდ მაღალი ზრდა დააფიქსირეს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „B+ სტაბილურიდან“ “B+ პოზიტიურამდე“ გაიზარდა. „საკრედიტო რეიტინგის ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, როდესაც 5 ევროპულ ქვეყანას აღნიშნული რეიტინგი შეუმცირეს. ეს საქართველოში მრავალ ინვესტორს მოიზიდავს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, საკრედიტო რეიტინგის ზრდა ასევე იმ ქართული კომპანიებისათვის არის მნიშვნელოვანი, რომლებსაც უცხოურ ინვესტიციებთან აქვთ ურთიერთობა, ვინაიდან ამდაგვარი მაჩვენებლის პირობებში უფრო მარტივია ინვესტიციებისა და კრედიტების მიღება. გილაურის განმარტებით, რეიტინგის ასეთი ზრდა დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზეც. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1840.html
| |||
განათავსა - Drakula | 31 მარ. 2011, 12:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.