ეკონომიკა: აჭარაში დაფნის ფოთლის კულტურის განვითარება აღდგა | საქართველოს ამბები | ||
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, აჭარაში კვლავ დაიწყო დაფნის ფოთლის კულტურის განვითარება. ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში დაფნის ფოთლის ნედლეულის დამზადება დაიწყო. პროდუქციას ქართულ-თურქული კომპანია „ქუთაში“ შეისყიდის, ხოლო ადგილზე წარმოებას ახორციელებს შპს „ციტრო ჩაი აჭარა 2006“. 28 მარტის მდგომარეობით, სულ დამზადებულია 7 ტონამდე დაფნის ფოთოლი, მათ შორის ქობულეთს მუნიციპალიტეტში - 600 კილოგრამი, ხელვაჩაურში - 3 400 კილოგრამი და ქედაში - 3 000 კილოგრამი. დაფნის ფოთის ჩაბარების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დონარა სურმანიძე გაეცმო, რომლის თქმით, პირველი პარტიის გაგზავნის შემდეგ მოცემულ კომპანიასთან თანამშრომლობის გამსხვილების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყება. მომავალში დაფნის ფოთლის საშრობი საწარმოს გახსნაც იგეგმება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1838.html
| |||
განათავსა - Drakula | 31 მარ. 2011, 11:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.