პოლიტიკა: შევარდნაძე: ადრე თუ გვიან, აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდება საქართველოსშემადგენლობას | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ექს-პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „ადრე თუ გვიან, აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობას დაუბრუნდება“. „დღეს, როდესაც საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რთულია იმის თქმა, თუ რა მოხდება, დავუშვათ, 20 წლის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობას დაუბრუნდება, თუმცა, რთულია იმის თქმა, როდის მოხდება ეს. ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული, რომელმაც აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დიდი შეცდომა დაუშვა და თავად რუსეთისათვის საშიში პრეცედენტი შექმნა. თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობის უფლება აქვთ, მაშინ რატომ არ იმსახურებენ მას ჩეჩნეთი, დაღესტანი, თათარსტანი?!“, - აღნიშნა შევარდნაძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1835.html
| |||
განათავსა - Drakula | 31 მარ. 2011, 11:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.