პოლიტიკა: 20 წლის წინ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 31 მარტს, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების დღიდან მე-20 წლისთავს აღნიშნავენ, იუწყება “GHN“. რეფერენდუმში, რომელიც 1991 წელს ჩატარდა, 3 302 302 ადამიანმა, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 90.3%-მა მიიღო მონაწილეობა. რეფერენდუმში ასევე მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამ. შეკითხვაზე „თანახმა ხართ თუ არა, რომ 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა აღდგეს?“ ამომრჩეველთა 98%-მა (მათ შორის, აფხაზებმა და ოსებმა) დადებითი პასუხი გასცეს. რეფერენდუმში მონაწილე 98.9%-მა მხარი დაუჭირეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც მთელ მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნება-სურვილის გამოცხადებად იქნა აღიარებული. ამის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1833.html
| |||
განათავსა - Drakula | 31 მარ. 2011, 10:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.