პოლიტიკა: აშშ-ის ჯარების სარდალმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა | საქართველოს ამბები | ||
აშშ-ის ჯარების სარდალმა დევიდ პეტრეუსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას ISAF-ის მისიაში ქვეყნის მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ნათქვამია პეტრეუსის წერილში, რომელიც ქართველ მინისტრს გაეგზავნა, განაცხადეს ოთხშაბათს, 30 მარტს, საქართველოს თავდაცვის უწყებაში. პეტრეუსის წერილში ნათქვამია იმაზე, რომ 31-ე და 32-ე ბატალიონებმა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ავღანეთის პროვინციებში ნიმრუზი და ჰელმანდი. წერილში ასევე ნათქვამია, რომ სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალური სარდლობის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა რიჩარდ მილსმა პირადად შეატყობინა პეტრეუსს, რომ საქართველოს ძალები მოტივირებული, დისციპლინირებულია და შესანიშნავად ასრულებენ თავიანთ მისიას. „მსურს, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმ დახმარებისათვის, რომელსაც თქვენი ქვეყნის მთავრობა ავღანეთის ხალხს უწევს. იმედი მაქვს, თქვენი საქმიანობა დაეხმარება ავღანეთის მთავრობას, რათა მან შეძლოს თავისი ხალხისთვის უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნა და წარმატებული მომავლის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია წერილში. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1832.html
| |||
განათავსა - Drakula | 31 მარ. 2011, 09:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.