პოლიტიკა: საქართველოსა და თურქეთის შსს-მა აქტუალური საკითხები განიხილეს | საქართველოს ამბები | ||
თბილისში საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 30 მარტს, საქართველოს შსს-ს პრეს-ცენტრში განაცხადეს. ინფორმაციის თანახმად, სხდომა გაიმართა 1994 წელს თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის უსაფრთხოების სფეროში დადებული თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში. მხარეებმა განიხილეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ტრეფიკინგთან და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და ხელი მოაწერეს სხდომის პროტოკოლს, რომელშიც სამომავალო თანამშრომლობის გეგმაა განსაზღვრული. ქართული მხრიდან სხდომაში მონაწილეობდნენ შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, კონტრტერორისტული ცენტრისა და საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელები. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1831.html
| |||
განათავსა - Drakula | 31 მარ. 2011, 09:58 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.