საზოგადოება: სუბელიანი ლტოლვილთა მდგომარეობის გაუმჯობესებას წელიწადნახევრში პირდება | საქართველოს ამბები | ||
ლტოლვილთა და გასახლების მინისტრი კობა სუბელიანი მოსახლეობას დაპირდა, რომ ლტოლვილთა მდომარეობას წელიწადნახევარში გააუმჯობესებს. ამის შესახებ, მან დღეს ჟურნალისტებს პარლამენტში მთავრობის დებატების დაწყებამდე განუცხადა. ასევე, მინისტრმა ოპოზიციის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი,რომელიც გასულ კვირას მის მიერ დეპუტატების შეცდომაში შეყვანას ეხებოდა. სუბელიანის თქმით, ოპოზიციას არანაირი დამამტიკცებელი საბუთი არ წარმოუდგენია. "საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ოპოზიციამ ვერც ერთი დამამტკიცებელი დოკუმენტის წარდგენა ვერ შეძლო,მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. მთვარია კამერის წინ ყველა ოჯახს უთხრა, რომ მათ ჯერჯერობით არ მიუღიათ საცხოვრებელი ბინა და აუტანელ პირობებში ცხოვრობენ და რომ სიტუცია წელიწადნახევარში რადიკალურად შეიცვლება და გარდატეხა მოხდება. ჩვენ არც ველოდებოდით, რომ 27 000 ოჯახს ბინით უზრუნველყოფას, მის დაკანონებას და გარემონტებას შევძლებდით. გასაკეთებელია კიდევ ბევრია, ჩვენ ტემპს არ შევანელებთ. ჩვენ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს ვპირდებით, რომ მათ პრობელემებს მოკლე ვადაში მოვაგვარებთ"-განაცხადა სუბელიანმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1822.html
| |||
განათავსა - consul | 30 მარ. 2011, 11:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.