პოლიტიკა: რუსეთის საჰაერო ძალები იაპონიის სივრცეში შეიჭრა | მსოფლიოს ამბები | ||
რუსეთის თვითმფრინავები სუ-27 და ან-12, რომელიც ჰაერის სინჯების აღების მოწყობილობით იყო უზრუნველყოფილი, 21 მარტს იაპონიის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამის შესახებ ინფრომაცია სააგენტო Bloomber-მა იაპონური გაზეთის ინტერენეტ ვერსიაზე "ასახზე" დაყრდნობით გაავრცელა. იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ ამ ქმედებას "უკიდურესად პროვოკაციული" უწოდა, რამდენადაც საჰაერო სივრცეში შემოჭრილმა თვითმფრინავებმა თავდაცვის მთელი საშუალებების ყურადღება მიიზიდა, მაშინ როდესაც ამ ძალების უმრავლესობა სამაშველო ოპერაციის განხორციელებით იყო დაკავებული. როგორც "ინტრეფაქსი" იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა. "უკომენტაროდ"-ამგვარად უპასუხა თავდაცვის სამინისტროს თავმჯდომარემ "ინტერფაქსს",რომელიც იაპონური გაზეთის მიერ გავრცელებული ინფრომაციის არაპირდაპირ დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც თავდაცვის სამინისტროს თავმჯდომარეს ხელს არაფერი უშლიდა ეს ინფრომაცია უერყო. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1821.html
| |||
განათავსა - consul | 30 მარ. 2011, 11:28 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.