ეკონომიკა: “Japan Tobacco” სამხრეთ კავკასიაში გაფართოებისათვის თბილისს ირჩევს | საქართველოს ამბები | ||
თამბაქოს მწარმოებელი მსოფლიო გიგანტი „Japan Tobacco“ სამხრეთ კავკასიაში თავისი ბიზნესის გაფართოებისათვის თბილისს ირჩევს. რადიო „კომერსანტის“ ინფორმაციით, ამ მიზნით იაპონური კორპორაცია საქართველოში „კავკასიაში ბიზნესის განვითარების კომპანიას“ აფუძნებს. როგორც კორპორაციის რეგიონალურმა პრეზიდენტმა მარტინ ბრედოკმა განაცხადა, სამხრეთ კავკასია მათთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. 2010 წელს რეგიონის ქვეყნებში რეალიზაცია 50%-ით გაიზარდა, საქართველოში ზრდამ 44 პროცენტი შეადგინა. მარტინ ბრედოკის განმარტებით, თბილისში რეგიონალური კომპანიის გახსნის ერთ-ერთი მიზეზია ქვეყანაში არსებული ბიზნეს-კლიმატი. „Japan Tobacco“აერთიანებს სიგარეტების ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა „ქემელი“, „ვინსტონი“, „გლამური“ და სხვ. საქართველოში იმპორტი უკრაინული ქარხნებიდან წარმოებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1820.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 მარ. 2011, 11:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.