კრიმინალი: სომალიში გაიხსნა პირველი ციხე მეკობრეებისათვის | მსოფლიოს ამბები | ||
სამშაბათს, 29 მარტს, სომალიში გაიხსნა პირველი ციხე მეკობრეებისათვის. მაღალი უსაფრთხოების გამოსასწორებელი დაწესებულება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში აშენდა და მოწოდებულია, შეამსუბუქოს დატვირთვა, რომელიც სხვა ქვეყნებს ხვდა წილად. მრავალი ქვეყანა იბრძვის სომალიელი მეკობრეების წინააღმდეგ, რომლებიც ინდოეთის ოკეანეში საერთაშორისო ზღვაოსნობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ რა უნდა მოუხერხონ დაკავებულ დამნაშავეებს: გაურკვეველია, რომელი კანონებითაა საჭირო მათი გასამართლება და სად უნდა მოთავსდნენ ისინი იმის გათვალისწინებით, რომ სომალის სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ არსებობს. მეკობრეებისათვის განკუთვნილი ციხის აშენება სომალის გარდამავალი მთავრობის ინიციატივაა. მანამდე მეკობრეებს უფრო ხშირად უბრალოდ ათავისუფლებდნენ. ახლა დაახლოებით 950 გასამართლებული სომალიელი 17 უცხოურ ციხეში ზის, სეიშელის კონძულებზე ისინი ყველა პატიმრის 20%-ს წარმოადგენენ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1819.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 მარ. 2011, 09:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.