მეცნიერება-ტექნოლოგიები: ახალი iPhone 5-ის გამოშვება შესაძლოა გადაიდოს | მსოფლიოს ამბები | ||
ამერიკულმა კორპორაცია Apple-მა შესაძლოა ახალი თაობის iPhone-ის პრეზენტაცია გადადოს, რომელიც 2011 წლის ივნის-ივლისზე იყო დანიშნული. ამის შესახებ გამოცემა Mashable იტყობინება. გამოცემის თანახმად, iPhone 5-ის გამოშვენა ოქტომბრამდე არ მოხდება. უკვე ზედიზედ ოთხი წელია, რაც Apple აწყობდა განახლებული iPhone-ბის პრეზენტაციას შემმუშავებელთა მსოფლიო კონფერენციაზე Worldwide Developer Conference (WWDC), რომელიც კალიფორნიაში ტარდება. წელს WWDCზაფხულის დასაწყისში, 6-10 ივლისს, სან-ფრანცისკოში გაიმართება. თუ ვისაუბრებთ ძირითად საკითხებზე, რომლებიც კონფერენციაზე იქნება განხილული, Apple-ის პროდუქტების მსოფლიო მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა ფილიპ შილერმა „iPhone 5-ის შესახებ არაფერი თქვა“. „წელს კონფერენციაზე iOS და Mac OS X პლატფორმების მომავლის შესახებ ვისაუბრებთ“, - თქვა მან. როგორც გაზეთი წერს, „სიტუაციას ამწვავებს“ ხმები იმაზე, რომ Apple-ს ჯერ არ გაუფორმებია შეკვეთა მოწყობილობისათვის საჭირო დეტალების მიწოდებაზე. ტრადიციულად კომპანია პროდუქტებისათვის დეტალებს მათ გამოშვებამდე ექვსი თვით ადრე უკვეთს, აღნიშნავს წყარო. ამგვარად, „თუ ინფორმაცია დადასტურდა“, ახალი iPhoneარ იქნება დემონსტრირებული მომხმარებლებისათვის შემდგომამდე. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალი თაობის მოწყობილობა შეიძლება წარმოებაში გაშვებულ იქნას Apple-ის ფინანსური წლის დასაწყისისათვის, რომელიც 25 სექტემბერს იწყება. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1818.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 მარ. 2011, 09:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.