ეკონომიკა: საქართველოს ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის 357 885.0 ათასი ლარი გამოიყოფა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის 357 885.0 ათასი ლარი გამოიყოფა. შესაბამისი შესწორებები შეიტანება კანონში 2011 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ. დამტკიცებულ ბიუჯეტში პროცენტების დასაფარავად განკუთვნილი 193 877.0 ათასი ლარის ნაცვლად, შესწორებებით გათვალისწინებული იქნება 219 002.0 ათასი. კერძოდ, გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მიხედვით ვალდებულებების მომსახურებაზე 69 375 ათასი ლარის ნაცვლად, სახელმწიფო 94 500.0 ათასს გადაიხდის. ორჯერ იზრდება გამოშვებული სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების მიხედვით შიდა ვალდებულებების წმინდა ზრდა. იგი 200 000 ლარს შეადგენს. ამას გარდა, სახაზინო ვალდებულებებითა და სახაზინო ობლიგაციებით მიღებული სახსრების წმინდა მოცულობა და ერთიან ანგარიშზე თავისუფალი ნაშთის გამოყენება ჯამობრივად არ უნდა აღემატებოდეს 100 000.0 ათას ლარს. შესწორებებით ეს რიცხვი 200 000.0 ათასამდე გაიზრდება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1817.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 მარ. 2011, 09:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.