მეცნიერება-ტექნოლოგიები: ინტერნეტში სპამის მოცულობა შემცირდა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ბოტნეტის დახურვის შემდეგ რაოდენობა სპამ-შეტყობინებებისა, რომლებიც ყოველდღიურად მთელ მსოფლიოში იგზავნება, დაახლოებით 52-დან 33 მილიარდამდე შემცირდა. Rustock დღეში დაახლოებით 14 მილიარდ სპამ-წერილს აგზავნიდა, რომელთაგან უმეტესობა მომხმარებლებს არალეგალური ფარმაცევტული კომპანიების საიტებზე ამისამართებდა. მიუხედავად ამისა, Message Labs აღნიშნავს, რომ დახურული ბოტქსელის ადგილას წარმოქმნილი სიცარიელის შევსებას სხვა სპამერული რესურსები ცდილობენ. Rustock-ის დახურვის შემდეგ სმაპ-შეტყობინებათა ბაზარზე ლიდერი გახდა ქსელი Bagie. ქსელი Rustock 2011 წლის 17 მარტს კომპანია Microsoft-ის სპეციალისტების მიერ დაიხურა, რომლებმაც, გამოიყენეს რა შტატ ვაშინგტონის საოლქო სასამართლოს დადგენილება, გათიშეს ქსელიდან სერვერები, რომლებიც ბოტნეტს მართავდა. ისინი აშშ-ის შვიდ სხვადასხვა ქალაქში განლაგდებოდა. ოპერაციაში კოდური სახელწოდებით „b107“ მონაწილეობდნენ Microsoft-ის კომპიუტერულ დარგში დანაშაულთა აღმომფხვრელი სპეციალისტები, ასევე აშშ-ის ფედერალურ მარშალთა სამსახური. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1816.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 მარ. 2011, 09:27 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 1 ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.