ეკონომიკა: გვასალია: „არაბული ინვესტიცია ქართულ საბანკო სფეროში სიტუაციას არ შეცვლის“ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი გადაადგილებებია დაგეგმილი. უკვე გადაწყვეტილია, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე მეორე ადგილობრივი ბანკის შეძენას გეგმავს. ახლა საუბარია იმაზე, თუ რამდენ პროცენტს მიიღებს ინვესტორი ბანკი. მოცემულ ეტაპზე არც ერთი ბანკის სახელი არ ხმაურდება. ამას გარდა, ქართულ ბანკებში ინვესტირებით არაბული ქვეყნები დაინტერესდნენ. საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ქართული ბანკების შესაძლო გაერთიანების შესახებ არანაირ კომენტარს არ აკეთებს. მაგრამ ზურაბ გვასალია არაბულ ბანკებთან მოლაპარაკებებს არ უარყოფს. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში გამომჟღავნდება. ეროვნულ ბანკში უცხოური ბანკის შემოსვლას არც ადასტურებენ, არც უარყოფენ. ექსპერტთა ნაწილის აზრით, არაბული ინვესტიციები ქართულ საბანკო სექტორში სიტუაციას არ შეცვლის. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1815.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 მარ. 2011, 09:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.