საზოგადოება: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა | საქართველოს ამბები | ||
ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობების მიერ აღიარებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით სასჯელ-აღსრულების სამინისტროს წინ იმპროვიზირებული საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთ-ერთი ორგანიზატორის, მოძრაობა „არას“ ლიდერის ლევან ჩიტაძის თქმით, „უწყებას არა მინისტრი, არამედ პლასტმასის იხვი მართავს და მისი მთავარი მიზანი ციხეებში პატიმართა სიკვდილიანობის გაზრდაა“. აქციის მონაწილეები ციხის ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი და მათი ხელები პლასტმასის ბორკილებით იყო შეკრული. ორგანიზატორთა თქმით, მსგავსი აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ციხეებში ერთი პოლიტპატიმარი მაინც იქნება დარჩენილი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1812.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 მარ. 2011, 15:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.