საზოგადოება: იაპონიის პრემიერმა აეს „ფუკუსიმა-1“-ზე ავარიის მასშტაბები შეაფასა | მსოფლიოს ამბები | ||
იაპონიაში აეს „ფუკუსიმა-1“-ზე ავარიით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მობილიზაციის „უმაღლესი დონეა“ გამოცხადებული. ამის შესახებ სამშაბათს, 29 მარტს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა განაცხადა, თუმცა რადიაცული დაბინძურების დონის ზრდამ ქვეყანაში გამოიწვია შიში იმისა, რომ აესზე სიტუაციის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდება. ამის შესახებ წერს Associated Press. პრემიერის ნაოტო კანის თქმით, ეს ავარია ქვეყნისთვის მეორე მსოფლიო ომის დროიდან უმსხვილესი კატასტროფა გახდა. „ეს მიწისძვრა, შემდგომი ცუნამი და აესზე ავარია ჩვენთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში უმსხვილეს კატასტროფად იქცა“. კანმა განაცხადა, რომ აღნიშნული ავარიის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო და ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო მის შედეგებთან საბრძოლველად „მაქსიმალურად არის მობილიზებული“. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1810.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 მარ. 2011, 13:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.