პოლიტიკა: გიორგი ცაგარეიშვილი: პრეზიდენტ სააკაშვილის ტყუილს „მოკლე ფეხები“ აქვს | საქართველოს ამბები | ||
„საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“, დარწმუნებულია პარლამენტის დეპუტატი, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი, იტყობინება “GHN“. ასე განაცხადა დეპუტატმა 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვის შემდეგ და, შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ თებერვლიდან საკააშვილმა განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის დამატებითი 150 მილიონის გამოყოფა უკვე მიმდინარე წელს და შემდგომ ათწლეულებში მოიტანს საგრძნობ შედეგებს. ცაგარეიშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ „150 მილიონი ბუნებაში არ არსებობს“, ნაცვლად ამისა კი სამინისტროს უკვე დამტკიცებული 69.156 ათასი ლარი გამოეყოფა, დასამტკიცებლად კი კიდევ 81 მილიონია დარჩენილი. „სააკაშვილმა ან „წამოროშა“ ამის შესახებ, ანაც მთავრობამ ვერ შეძლო ამ სახსრების მობილიზება სოფლის მეურნეობის პროგრამისათვის“, - მიაჩნია დეპუტატს. როგორც ცნობილია, 2011 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, შემოსავლების ნაწილი 348.8 მილიონით იზრდება, რომელთაგან სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მხოლოდ 9 მილიონი გამოიყოფა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1809.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 მარ. 2011, 13:11 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.