კრიმინალი: სარფის საბაჟოზე კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს | საქართველოს ამბები | ||
გუშინ სარფის საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებლო სამსახურის თანამშრომლებმა კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომლებსაც საზღვარზე ემიგრანტები არალეგალურად გადმოჰყავდა. საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები მაშინ დააკავეს, როდესაც მანქანის საბარგულით ქალის საზღვარზე გადაყვანას ცდილობდნენ. როგორც გამოძიებამ დაადგინა,დაკავებულები ამ ბიზნესს რეგულარულად აწარმოებდნენ. მათ ამაში თამარ თურმანიძე ეხმარებოდათ, რომელიც დამალულ ქალთან ერთად გადიოდა საპასპორტო კონტროლს. კრიმინალურ დაჯგუფებას თორნიკე გორგოსაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც სამუშაოში 3000 დოლარს იღებდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ თავისუფლების აღკვეთა 8-დან 15 წლამდე ემუქრებათ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1804.html
| |||
განათავსა - consul | 29 მარ. 2011, 10:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.