შოუ-ბიზნესი: რობერტ დე ნირო და 50 Cent ერთად ითამაშებენ ახალ ფილმში | მსოფლიოს ამბები | ||
რობერტ დე ნირო მონაწილეობას მიიღებს ფილმში „ფრილანსერები“ (Freelancers), რომლის პროდიუსერიცაა რეპერი 50 Cent (კერტის ჯექსონი). ამის შესახებ ნათქვამია NOLA-ს საიტზე. კინოსურათში საუბარი იქნება სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაღუპული ნიუ-იორკელი პოლიციელის ვაჟზე. მთავარი გმირი გადაწყვეტს მამის კვალს მისდიოს: იგი პოლიციის აკადემიას დაამთავრებს და სამართალდაცვის აგენტების რიგებში შევა. 50 Cent ასევე ითამაშებს ფილმში ერთ-ერთი პერსონაჟის როლს. ამას გარდა, „ფრილანსერების“ შემქმნელებმა ფილმში როლი შესთავაზეს ფორესტ უიტაკერს, თუმცა მსახიობს პროექტში მონაწილეობაზე ოფიციალური თანხმობა ჯერ არ მიუცია. „ფრილანსერების“ რეჟისორია ჯესი ტერერო. მანამდე მას უკვე უთანამშრომლია კერტის ჯექსონთან. 2010 წელს ტერერომ გადაიღო ფილმი „იარაღი“ (Gun), რომელშიც რეპერმა ერთ-ერთი როლი შეასრულა. გარდა ამისა, რეჟისორს შემსრულებლის მონაწილეობით რამდენიმე ვიდეოკლიპზე უმუშავია. „ფრილანსერების“ გადაღება 2011 წლის აპრილის შუა რიცხვებში ახალ ორლეანში დაიწყება. ნავარაუდევია, რომ კინოფილმი 2012 წელს გამოვა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1803.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 მარ. 2011, 10:49 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.