შოუ-ბიზნესი: ბოლივუდი საქართველოში ფილმის გადაღებას მაისში დაიწყებს | საქართველოს ამბები | ||
უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობასა და ბოლივუდს შორის გაფორმდება შეთანხმება და ინდოელი პროდუსერები საქართველოში ფილმების გადაღებას დაიწყებენ. საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, კერძოდ, მაისიდან ბოლივუდი ფილმების გადაღებას დაიწყებს. საწყის ეტაპზე საუბარია ორ ინდურ ფილმზე. „ბოლივუდთან უკვე წარმოებს სცენარის დაზუსტება და სამუშაოთა დასრულების შემდეგ ლოკაციები შეირჩევა. მაისიდან კი გადაღების პროცესი დაიწყება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა. შეგახსენებთ, რომ იანვარში ბოლივუდის პროდიუსერები უკვე იყვნენ ჩამოსულები საქართველოში. როგორც მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, ბოლივუდი საქართველოში იმავე საგადასახადო რეჟიმით ისარგებლებს, როგორითაც ნებისმიერი სხვა უცხოელი ინვესტორი სარგებლობს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1802.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 მარ. 2011, 10:49 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.