შოუ-ბიზნესი: მომღერალ მადონას სასამართლოში უჩივლეს | მსოფლიოს ამბები | ||
მადონას მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია Raising Malawi-ის ყოფილმა თანამშრომლებმა მომღერალს სასამართლოში უჩივლეს. სარჩელში მათ მიუთითეს, რომ მომღერლმა უსამართლოდ დაითხოვა ისინი და მათთვის განკუთვნილი კომპენსაციები არ გადაუხადა. ამის შესახებ იტყობინება Reuters სამუშაოს გარეშე დარჩენილი რვა მალავიელის ადვოკატზე მინიშნებით. Raising Malawi-ის თანამშრომლები მას შემდეგ დაითხოვეს, რაც ორგანიზაციამ ქვეყნის დედაქალაქ ლილონგვეს მახლობლად გოგონებისათვის სკოლის მშენებლობის გეგმაზე უარი თქვა. მადონას წარმომადგენლებმა პროექტის დახურვის გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ მას არაკომპეტენტური ადამიანები მართავდნენ. სკოლის მშენებლობის ჩაშლა საქველმოქედო ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს დააბრალეს. ასე თუ ისე, პროექტის რეალიზაციაზე უარის თქმის შედეგად სამუშაო რამდენიმე პიროვნებამ დაკარგა. Raising Malawi-ის დათხოვილი თანამშრომლების ადვოკატის თქმით, მის კლიენტებს წასვლის შესახებ განაცხადის ხელმოწერა დაავალდებულეს მანამ, სანამ შესაბამის კომპენსაციას გადაუხდიდნენ. მადონას 14 დღე აქვს იმისათვის, რომ სარჩელს გაეცნოს და საპასუხო ნაბიჯები მოიმოქმედოს. სიტუაციაზე კომენტარი ჯერ არც მადონას, და არც მის წარმომადგენლებს გაუკეთებიათ. მადონამ ორგანიზაცია Raising Malawi2006 წელს დააფუძნა. ორგანიზაციის მიზანია მალავიელი ობოლი ბავშვებისათვის დახმარების გაწევა. თავად მადონა დედობილია ორი ბავშვისა (გოგონა სახელად მერსი და ბიჭი - დევიდი) მალავიდან. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1796.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 მარ. 2011, 19:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.