შოუ-ბიზნესი: ლედი გაგამ კვლავ დაამტკივა სოციალური ქსელების „დედოფლის“ სტატუსი | მსოფლიოს ამბები | ||
ლედი გაგა Twitter-ის პირველი მომხმარებელი გახდა, რომელმაც 9 მილიონზე მეტი ფოლოვერის შეგროვება მოახერხა. ამის შესახებ MTV იტყობინება. ისეთი ჰიტების შემსრულებელმა, როგორებიცაა "Bad Romance", "Alejandro" და"Poker Face", ტვიტერზე 2008 წელს დარეგისტრირდა. ამასთან, მეორე პოპ-დივის ბრიტნი სპირსის გასწრება მან მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შეძლო: ამჟამად ბრიტნის 7 მილიონზე მეტი ფოლოვერი ჰყავს. მიკრობლოგების რეიტინგში ლედი გაგას უახლოესი მიმდევარია კანადელი ჯასტინ ბიბერი, რომელმაც დაახლოებით 8 ნახევარი მილიონი ფოლოვერი დააგროვა. 2011 წლის 28 მარტს ლედი გაგას, რომლის ნამდვილი სახელია სტეფანი ჯოან ანჯელინა გერმანოტა, 25 წელი შეუსრულდა. თავისი სასცენო ფსევდონიმი მან ჯგუფ Queen-ის სიმღერა „Radio Gaga“-ს საპატივცემულოდ აიღო. 2008 წლიდან, როდესაც ლედი გაგას სადებიუტო ალბომი „The Fame“ გამოვიდა, შემსრულებელმა მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 15 მილიონი ალბომი და 51 მილიონზე მეტი სინგლი გაყიდა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1792.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 მარ. 2011, 12:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.