ეკონომიკა: იაპონური ავტომწარმოებლები მანქანებს რიგრიგობით გამოუშვებენ | მსოფლიოს ამბები | ||
2011 წლის ზაფხულში იაპონური ავტომწარმოებლები 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ენერგორესურსების დეფიციტის გამო ელექტროენერგიის ეკონომიისათვის რიგი ზომების მიღებას აპირებენ. როგორც AZE.azიტყობინება, ენერგიის ეკონომიის ერთ-ერთ მეთოდად ქარხნების რიგრიგობითი მუშაობა სახელდება, აღნიშავენ კომპანია Toyota-ს წარმომადგენლები. როგორც ადრე გახდა ცნობილი იაპონური სააგენტოებისათვის, უახლოეს მომავალში ქვეყნის უმსხვილესი ავტოკომპანიები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ იმისათვის, რომ მანქანების რიგრიგობითი გამოშვების შესაძლებლობა განიხილონ. ასეთივე ზომები შესაძლოა არა მხოლოდ საავტომობილო ინდუსტრიებში იქნას შემოღებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ტოიოტას“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რიგრიგობითი წარმოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ ყოფილა მიღებული. კომპანია Nissan-ის პრეს-სამსახურში სააგენტოს შეატყობინეს, რომ ელექტროენერგიის ეკონომიის თაობაზე სხვა ავტომწარმოებლებთან მოლაპარაკებები არ წარმოებს. თუმცა „ნისანში“ აღნიშნეს, რომ საავტომობილო კომპანიებმა უნდა მოახდინონ კოოპერირება ენერგოხარჯების შესამცირებლად. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1790.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 მარ. 2011, 12:49 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.