საზოგადოება: „სამართლიანი საქართველოსთვის“ ბიომეტრული პასპორტების უფასოდ გაცემას მოითხოვს | საქართველოს ამბები | ||
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ბიომეტრული პასპორტების უფასოდ გაცემას მოითხოვს და მოუწოდებს ხელისუფლებებს შესაბამისი თანხების მოძიებისაკენ. როგორც მოძრაობის მმართველობის წევრმა კონსტანტინე ფორჩხაძემ განაცხადა, ხელისუფლება ბიომეტრული მონაცემების მქონე პირადობის მოწმობების გაცემის დაწყებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დონორული ორგანიზაციებისაგან მიღებული ფინანსური რესურსებით გეგმავენ, ხარჯების ანაზღაურებას კი მოსახლეობის ხარჯზე შეეცდებიან. მისი თქმით, თითოეული ასეთი დოკუმენტის ღირებულება 30 ლარი იქნება. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებებმა თავად უნდა მოიძიონ დოკუმენტთა გასაცემად აუცილებელი ფინანსური რესურსები. ქვეყნის ხელმძღვანელობამ უნდა შეწყვიტოს საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება მოსახლეობის ძარცვის ხარჯზე“, - აღნიშნა ფორჩხაძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1789.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 მარ. 2011, 12:28 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.