კრიმინალი: თბილისი მოსკოვისაგან ვატო ყიფიანის ექსტრადიციას ითხოვს | საქართველოს ამბები | ||
ქართულმა მხარემ მოსკოვში გააგზავნა მოთხოვნა რუსეთში ცოტახნის წინ დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტის ვატო ყიფიანის საქართველოში ექსტრაციის თაობაზე. როგორც კავკაზ-პრესს საქართველოს მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურში შეატყობინეს, დოკუმენტი მოსკოვში 25 მარტს გააგზავნეს. „ჩვენ უახლოეს დღეებში პასუხის მიღებას ვიმედოვნებთ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის წარმომადგენელმა ხათუნა იოსავამ. „კანონიერი ქურდი“ ვახტანგ ყიფიანი მოსკოვში 22 მარტს ადამიანის გატაცებისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მანამდე იგი საქართველოს მიერ საერთაშორისო ძებნაში იქნა გამოცხადებული. მანამდე რუსეთმა უკვე განახორციელა საქართველოში ცნობილი კრიმინალის „გია ქუთაისელის“ ექსტრადიცია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1786.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 მარ. 2011, 12:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.