პოლიტიკა: ბაქრაძე:"ბულგარეთის გამოცდილება საქართველოსთვის ძალიან მნიშველოვანია" | საქართველოს ამბები | ||
ბულგარეთის გამოცდილება, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინათ გაერთიანდა ნატოსა და ევროკავშირში, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ ბულგარეთის სახალხო კრების წარმომადგენელთან ცეცკოი ცაჩევასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბულგარეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორს წარმოადგენს. იგი ასევე ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველიცაა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგად მხარეებს შორის საპარლამეტი ურთიერთობები დაიწყება და უახლოეს მომავალში ქართულ დელეგაციას სოფიას სტუმრობის შესაძლებლობაც ექნება. "ამ ვიზიტის შემდეგ ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის აქტიური და სერიოზული თანამშრომლობა დაიწყება. ჩვენ ყველა აქტუალური თემა, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთოების გამტიკიცების საკითხებიც განვიხილეთ, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შავი ზღვის პირა რეგიონი მნიშვნელოვან ეკონომიკური ზონად უნდა იქცეს, რომ უფრო მეტი სატრანსპორტო გადაზიდვა და ენერგეტიკული პროექტები არსებობდეს" - აღნიშნა ბაქრაძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1785.html
| |||
განათავსა - consul | 28 მარ. 2011, 12:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.