პოლიტიკა: გორდონი: საქართველოს მომავალ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს | საქართველოს ამბები | ||
პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, ბრიუსელში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაოდგილეს ფილიპ გორდონს შეხვდა. შეხვედრის თემა საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად ხელსაყრელი გარემოს შექმნა გახლდათ. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ სარევოლუციო პროცესები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ეწყობა, სწორედ არასამართლიანი საამომრჩევლო გარემოთია განპირობებული. შეხვედრის შემდეგ ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა აქტიურად იყოს ჩართული მრავალპარტიულ არჩევნებში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისეთი საკითხები, როგორებიცაა კონსტიტუცია და საამომრჩევლო კოდექსი, მოწონებული და მხარდაჭერილი იქნას საერთაშორისო საზოგადოების მიერ. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ამას“, - აღნიშნა გორდონმა. მისი თქმით, სწორედ გამჭვირვალობა და კონსენსუსია დემოკრატიული საამომრჩევლო გარემოს შექმნის წინაპირობები. ირაკლი ალასანიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ დადასტურდა, რომ აშშ მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას ელის. „იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოხდება, არჩევნები არ იქნება მიჩნეული დემოკრატიულად არც ქვეყნის შიგნით, არც მის ფაგლებს გარეთ“, - თქვა მან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1783.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 მარ. 2011, 11:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.