პოლიტიკა: ლიბიელმა მეამბოხეებმა კადაფის მშობლიური ქალაქი დაიპყრეს | მსოფლიოს ამბები | ||
ლიბიელმა მეამბოხეებმა განაცხადეს მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქ სირტის აღების შესახებ ორშაბათს დილით, 28 მარტს. ამის შესახებ იტყობინება Reuters ლიბიური რეჟიმის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელზე მინიშნებით. კვირას საღამოს სირტში ლიბიური ლიდერისადმი ლოიალური ძალების მიერ დაკავებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციები კოალიციის ჯარების ავიადარტყმებს დაექვემდებარა. იტყობინებოდნენ, რომ ქალაქში რიგი მძლავრი აფეთქებების სერიას ჰქონდა ადგილი. სირტი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ლიბიის დასავლეთი და აღმოსავლეთი საზღვრებიდან დაახლოებით თანაბარ მანძილზე იმყოფებოდა. დაახლოებით ერთი თვის წინ ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომის შედეგად მეამბოხეებმა კონტროლის ქვეშ აიღეს ლიბიის აღმოსავლეთი ნაწილი, კადაფის მომხრეები კი დასავლეთ ნაწილს იცავენ. დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ინტერვენციის დაწყების მომენტიდან 19 მარტს მეამბოხეებმა შეძლეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქების - აჯდაბიისა და რას-ლანუფის დაპყრობა. უკანასკნელი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ სანავთობო ნავსადგურად მიიჩნევა. დასავლური კოალიცია, რომლის შემადგენლობაში, მათ შორის, შედის საფრანგეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი, ასრულებენ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ლიბიის ზევით ზონის შექმნის შესახებ, რომელიც ავიაციის ფრენებისათვის დახურული იქნება. რეზოლუცია მშვიბოდიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ არის მიმართული. ოფიციალური ტრიპოლის თანახმად, კოალიცია დარტყმებს აყენებს სამოქალაქო ობიექტებს. ლიბიის სახელმწიფო მედიის მონაცემებით, დაბომბვის მსხვერპლი სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობა ხდება. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1782.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 მარ. 2011, 11:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.