საზოგადოება: სირიაში Reuters-ის ჟურნალისტები დაიკარგნენ | მსოფლიოს ამბები | ||
სირიაში Reuters-ის ჟურნალისტები დაიკარგნენ შაბათ ღამეს, როდესაც ისინი ლიბანში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ამის შესახებ BBC იუწყება. Reuters-ის ტელევიზიის პროდიუსერს ბეირუთიდან აიატ ბასმატს და ვიდეოოპერატორს ეზზატ ბალტაჯის უნდა გადაეკვეთათ ლიბანის საზღვარი შაბათს, სადაც ჟურნალისტებს ტაქსი ელოდათ. შაბათიდან მოყოლებული მათ ტელეფონებს არავინ პასუხობს. „სააგენტო დიდად არის შეშფოთებული სირიაში დაკარგული კოლეგების ბედით“, - თქვა Reuters-ის მთავარმა რედაქტორმა სტივენ ადლერმა, - „ჩვენ სირიის ხელისუფლებებს დავუკავშირდით და ჟურნალისტების სახლში უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფა ვთხოვეთ“. სირიის ხელისუფლებებმა Reuter-ს უთხრეს, რომ ამჟამად ჟურნალისტების პოვნას ცდილობენ. ბოლო დღეების განმავლობაში სირიაში შიდაპოლიტიკური ვითარება გამწვავდა. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში ანტისამთავორობო აქციები იმართება, რომლებსაც თან სდევს შეტაკებები სამართალდამცავ ძალებთან. გასულ კვირაში ათეულობით დაღუპულის შესახებ იტყობინებოდნენ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1781.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 მარ. 2011, 11:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.