საზოგადოება: ილია II: "წმინდა ჯვრის ძალამ ბევრი ადამიანი გადაარჩინა" | საქართველოს ამბები | ||
დღეს მართმადიდებლური ეკლესია ჯვრის თაყვანისცემის დღეს აღნიშნავს. საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსმა, პიცუნდისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის ჩატარების დროს განაცხადა, რომ ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული პირველ საუკუნეში დაწესდა და ეს გაკეთებული იქნა იმისათვის, რომ ადამიანს მარხვა დაეცვა. ამ დღეს ეკლესია ჩვენ ქრისტეს მიერ გადატანილ ტანჯვას შეგვახსენებს. უწმიდესის თქმით, ადამიანმა, რომელიც სიმდიდრეში ცხოვრობს, სიმდიდრე სხვასაც უნდა გაუყოს, რამდენადაც ფუფუნება მცირე ხნით არსებობს როგორც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა განაცხადა, ჯვრის ძალამ ბევრი ადამიანი იხსნა. "დაე, მთელ საქართველოზე ჯვრის ძალა და წმინდა მადლი გადმოვიდეს."-განაცხადა პატრიარქმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1775.html
| |||
განათავსა - consul | 27 მარ. 2011, 17:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.