კრიმინალი: ისრაელის ბიზნესმენების საქმის განხილვა ხვალ დასრულდება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში დაკავებული ისრაელის ბიზნესმენების რონი ფუკსას და ზევა ფრენკელის საქმე ხვალ დასრულდება - ამის შესახებ «IPN-ს» ბიზნესმენების ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა აუწყა. მისი თქმით, ხვალვე ცნობილი გაXდება, როდის გამოცხადდება განაჩენი. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, წინა კვირით საქართველოს ისრაელის დელეგაცია ესტუმრა, თუმცა მათი კბილაშვილთან შეხვედრის შესახებ ინფრომაცია არ ვრცელდება. "არ ვიცი, ისინი ვის შეხვდნენ. ჩემთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამ შეხვედრებმა შედეგი ვერ გამოიღო. თბილისი მათ 25 მარტს დატოვეს,"-განაცხადა კბილაშვილმა. ისრაელის ბიზნესმენების საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვაჟა პუხაშვილი განიხილავს. ბიზნესმენები გასულ წლის ოქტომბერში, ბათუმში ფინანსთა მინისტრისთვის,ავთანდილ ხარაიძისთვის დიდი თანხის შეთავაზების გამო დააკავეს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1774.html
| |||
განათავსა - consul | 27 მარ. 2011, 17:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.