სპორტი: ფეხბურთი: საქართველო - ხორვატია 1:0 | საქართველოს ამბები | ||
უკიდურესად დაძაბულ შეხვედრაში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა თბილისის, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაამარცხა ხორვატიის ნაკრები ანგარიშით 1:0 თამაში ხორვატი ფეხბურთელების ტერიტორიალური უპირატესობით წარიმართა, მაგრამ, ქართველი ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ თავი არ დაუზოგავთ დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად. გატანილი გოლი სწორედ თავდადებული თამაშის შედეგი უფრო იყო ვიდრე, თამაშიდან გამომდინარე კანონზომიერება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთელი ორი ტაიმის განმავლობაში, რაიმე განსაკუთრებული სახიფათო მომენტის შექმნა ხორვატიის ნაკრებმა საერთოდ ვერ შეძლო. საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ "საფეხბურთო ფორტუნა" საქართველოს ნაკრების მხარეზე აღმოჩნდა, რამაც უდიდესი სიხარული მოუტანა ყველა გულშემატკივარს. თამაშის 87-ე წუთზე, ერთადერთი გოლის ავტორი ლევან კობიაშვილია. ტრიბუნები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დიდი ხანია სავსე არ ყოფილა და ორმაგად სასიხარულოა, რომ სტადიონზე მოსული მაყურებელი შედეგით კმაყოფილი დარჩა. https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1773.html
| |||
განათავსა - admin | 26 მარ. 2011, 19:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 4 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.