სპორტი: ფინეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები გაათავისუფლეს | საქართველოს ამბები | ||
ფინეთში დაკავებული ორივე ქართველი ფეხბურთელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ კავკაზ-პრესს ფინეთში საქართველოს კონსულმა დავით ბაქრაძემ განუცხადა. ბაქრაძის თქმით, ვალტერ ხორგუაშვილი სასამართლო მოსმენის გარეშე, დაკითხვის დასრულებისთანავე გაათავისუფლეს. ამასთან, ფინეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, შეთანხმებული მატჩების საქმის გამოძიება გრძელდება, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ ქართველ ფეხბურთელებს კვლავ გამოიძახებენ დაკითხვაზე. ფინურმა პოლიციამ შეთანხმებული მატჩების საქმის გამოძიების ფარგლებში ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილე რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელი დააპატიმრა, მათ შორის ქართველი ლეგიონერი ძმები პავლე და ვალტერ ხორგუაშვილები. ამჟამად ორივე ფეხბურთელი გათავისუფლებულია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1770.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 მარ. 2011, 13:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.